---
title: "მუხლი 59. საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის მიმართ განსახორციელებელი სხვა პროცედურები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/59"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "59"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის მიმართ განსახორციელებელი სხვა პროცედურები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/59

1. დროებითი დასაწყობების მიზნით საქონლის მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი შეინახოს შემოსავლების სამსახურის  საბაჟო საწყობში მის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე.

2. საქონლის მფლობელის მოტივირებული წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი გაანადგუროს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ ამ კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/60.md
