---
title: "მუხლი 6. საქონლის საბაჟო სტატუსი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/6"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "6"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საქონლის საბაჟო სტატუსი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 6 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/6

1. საქონლის დაბეგვრის, სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარების და საბაჟო პროცედურების განხორციელების მიზნით საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის ან უცხოური საქონლის საბაჟო სტატუსი.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის, საქართველოს საქონელი არის:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ზონისა) მთლიანად წარმოებული ან მიღებული საქონელი (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი, ამ კოდექსის მე-7 მუხლის 39-ე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნარჩენებისა);
ბ) უცხო ქვეყნიდან/თავისუფალი ზონიდან შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი;
გ) ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ორგანოს მიერ განკარგული საქონელი;
დ) ამ კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი;
ე) ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემოტანილი საქონელი;
ვ) მხოლოდ საქართველოს საქონლისაგან წარმოებული ან მიღებული საქონელი;
ზ) საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვებული უცხოური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი.

3. ამ კოდექსის მიზნებისათვის უცხოური საქონელი არის საქონელი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირობებს. თუ საქართველოს საქონელი გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (გარდა თავისუფალ ზონაში მოთავსებისა), იგი კარგავს საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსს.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/7.md
