---
title: "მუხლი 61. საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის ან უკვე განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისათვის დადგენილი ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/61"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "61"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის ან უკვე განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისათვის დადგენილი ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 61 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/61

1. თუ საქონელზე განხორციელებულია ზოგადი დეკლარირება, საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის საჭირო საბაჟო პროცედურები უნდა განხორციელდეს:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.

2. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის საჭირო საბაჟო პროცედურებში იგულისხმება საქონლისა და საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამავე კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, პირის მოთხოვნით შეიძლება დროებით დასაწყობდეს არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. დროებითი შენახვის ვადის აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის მიზნით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
კარი V
საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციები
თავი XIII
ზოგადი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/62.md
