---
title: "მუხლი 62. საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/62"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "62"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 62 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/62

1. საქონლის სახეობის, რაოდენობის, მისი წარმოშობის, გამგზავნი და მიმღები ქვეყნების მიუხედავად, საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე შეიძლება განისაზღვროს საბაჟო პროცედურების განხორციელების ნებისმიერ დროს ამ კოდექსით დადგენილი პირობების შესაბამისად, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/63.md
