---
title: "მუხლი 64¹. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/64-1"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "64^1"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64¹. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 64¹ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/64-1

1. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობა ხორციელდება შემოსავლების სამსახურსა და პირს შორის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით პირს ენიჭება საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსი.

3. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის პროცესში მონაწილეობა პირს ანიჭებს თავისი კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლებას.

4. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობები, ამ პირობების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა, მათი წარდგენისა და განხილვის წესი, გამარტივებული საბაჟო პროცედურები და იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიმართაც არ დაიშვება აღნიშნული პროცედურების განხორციელება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №207 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.114
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/64-2.md
