---
title: "მუხლი 64². კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/64-2"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "64^2"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64². კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 64² (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/64-2

1. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი საქონლის ბრუნვის აღსაკვეთად და ამ ბრუნვაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით საბაჟო ორგანოები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე, უცხო სახელმწიფოს საბაჟო ან/და სხვა კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით ან ქვეყნის საბაჟო ან/და სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით იყენებენ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმას, რაც გულისხმობს საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ უკანონო ბრუნვაში მოქცეული ზემოთ აღნიშნული საქონლის საქართველოში შემოტანას, საქართველოდან გატანას ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტით გატარებას.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქონლის მიმართ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახური შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან შეთანხმებით.

3. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თუ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის დანიშნულების ქვეყანა უცხო სახელმწიფოა, სისხლის სამართლის საქმე საქართველოში არ აღიძვრება, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახური დადგენილი წესით დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს.

4. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
თავი XIV
საბაჟო რეჟიმში საქონლის მოსაქცევად განხორციელებული, დეკლარირებასთან და დათვალიერებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/64-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/65.md
