---
title: "მუხლი 65. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/65"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "65"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 65 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/65

1. საქონელზე, რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს საბაჟო რეჟიმი, სავალდებულოა, წარდგენილ იქნეს საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით საქონელი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება საბაჟო დეკლარაციის წარდგენიდან, ხოლო საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – ზოგადი დეკლარირებიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე ან ამ კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მის განადგურებამდე ან საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობამდე.

3. სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების, რომლითაც გადაიზიდება საქონელი, დეკლარირება ხდება საქონლის წარდგენისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, გარდა ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი უშუალო პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით საბაჟო დეკლარირებას.

5. საბაჟო დეკლარაციის შევსებას, გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილითა და ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს შემოსავლების სამსახური, რომელსაც აქვს ამ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების უფლება.

6. პირს უფლება აქვს, შეავსოს საბაჟო დეკლარაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/64-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/66.md
