---
title: "მუხლი 67. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საშუალებები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/67"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "67"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საშუალებები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 67 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/67

1. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება წერილობით ან ელექტრონული ფორმით.

2. ზეპირი (მგზავრის შემთხვევაში) ან სხვა საშუალებით დეკლარირება, რომლითაც საქონლის მფლობელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად გამოთქვამს სურვილს, საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს საბაჟო რეჟიმი, ითვლება საბაჟო დეკლარაციის წარდგენად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/68.md
