---
title: "მუხლი 68. საბაჟო დეკლარაციის ფორმა და დამატებითი დოკუმენტები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/68"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "68"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. საბაჟო დეკლარაციის ფორმა და დამატებითი დოკუმენტები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 68 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/68

1. საბაჟო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების მექანიზმების სწორად გამოყენებისათვის, საბაჟო სტატისტიკის წარმოებისა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისათვის, მათ შორის, შესაბამისი საბაჟო რეჟიმის მოთხოვნების განხორციელებისათვის. საბაჟო დეკლარაციის სახეები, ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. საბაჟო დეკლარაციას (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა) უნდა დაერთოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო რეჟიმის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურებისათვის. შესაბამისი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

3. საბაჟო დეკლარაციის მიმართ ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დოკუმენტების დართვა არ მოითხოვება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით განსაზღვრულ შემთხვევაში.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/69.md
