---
title: "მუხლი 69. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/69"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "69"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 69 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/69

1. საბაჟო ორგანო დაუყოვნებლივ ახორციელებს ამ კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციას, თუ უზრუნველყოფილია დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოში და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ დაცული არ არის საბაჟო დეკლარაციის ფორმა და მისი შევსების წესი, თანმხლები დოკუმენტები შესაბამის დარღვევაზე მითითებით დაუყოვნებლივ უბრუნდება დეკლარანტს.

3. რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი საბუთი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. საქონლის მიმართ გამოიყენება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი შესაბამისი საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, დაბრუნებისა და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/70.md
