---
title: "მუხლი 70. დეკლარანტი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/70"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "70"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 70. დეკლარანტი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 70 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/70

1. ამ კოდექსის მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს პირს, რომელსაც შეუძლია, საქონელი წარადგინოს უფლებამოსილ საბაჟო ორგანოში.

2. თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია იწვევს პირის ვალდებულებების წარმოშობას, საბაჟო დეკლარაცია უნდა წარადგინოს შესაბამისმა პირმა ან მისმა წარმომადგენელმა. ამ კოდექსის მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას დეკლარანტად ითვლება საქონლის მიმღები, ხოლო საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას – საქონლის გამგზავნი, რომლებიც შესაბამისად მითითებული უნდა იყვნენ საქონლის მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში. ამასთანავე, საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისას დეკლარანტი აგრეთვე შესაძლოა იყოს საქონლის მფლობელი.

3. დეკლარანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რეზიდენტი ფიზიკური პირი ან საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის დეკლარირება ხორციელდება:
ა) საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

5. დეკლარანტი და პირი, რომლის მაგივრადაც ირიბი წარმომადგენლობისას წარადგინეს საბაჟო დეკლარაცია, პასუხისმგებელი არიან დეკლარირებული მონაცემების სისწორეზე, წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და საბაჟო დეკლარაციასთან საქონლის შესაბამისობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/69.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/71.md
