---
title: "მუხლი 71. დეკლარირებული მონაცემების შეცვლა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/71"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "71"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71. დეკლარირებული მონაცემების შეცვლა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 71 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/71

1. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა. ეს ცვლილებები არ შეიძლება ეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც არ არის დეკლარირებული ამ საბაჟო დეკლარაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანისთვის დეკლარანტს არ დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა მანამ, სანამ:
ა) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;
ბ) საბაჟო ორგანომ შეატყობინა დეკლარანტს ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვის თაობაზე;
გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.

3. ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-12 ნაწილის ან/და საქონლის წარმოშობის წესების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დეკლარანტს არ დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

4. თუ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა დაკავშირებულია ისეთი არასწორი მონაცემების შეცვლასთან, რომლებიც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა საბაჟო ორგანოს მიერ შესაძლებელია შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევის დადგენილი წესით დაფიქსირების შემდეგ.

5. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ.

6. საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის წესი და ცვლილებების შეტანისას საბაჟო ორგანოს, დეკლარანტისა და წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
უხლი 72. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება ან არარად აღიარება
1. საბაჟო დეკლარაციას ბათილად ცნობს, ძალადაკარგულად აცხადებს ან არარად აღიარებს საბაჟო ორგანო დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება.

2. საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი, ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული ან არარად იქნება აღიარებული საბაჟო ორგანოს ინიციატივით, თუ ამ დეკლარაციის შემოწმებისას დადგინდება, რომ:
ა) საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება შეუძლებელია;
ბ) დეკლარანტმა არ შეასრულა საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის აუცილებელი მოქმედებები და ამ მუხლით დადგენილი წესით არ მიმართა უფლებამოსილ საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობისათვის, ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის ან არარად აღიარებისათვის.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი, ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული ან არარად იქნება აღიარებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება ან არარად აღიარება არ არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

5. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად აღიარების შემთხვევები და წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/73.md
