---
title: "მუხლი 74. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/74"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "74"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 74. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 74 (consolidated as of 2010-12-07), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/74

1. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმების მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს საბაჟო დეკლარაციის შესაბამისობა თანდართულ დოკუმენტებთან და წარდგენილ საქონელთან;
ბ) დეკლარანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია დეკლარირებულ მონაცემებთან;
გ) დაათვალიეროს საქონელი და აიღოს სინჯი ან/და ნიმუში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების დრო არ უნდა აღემატებოდეს ასეთი მოქმედებებისათვის საჭირო ვადებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/75.md
