---
title: "მუხლი 76. დეკლარირებული საქონლის შერჩევითი დათვალიერება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/76"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "76"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76. დეკლარირებული საქონლის შერჩევითი დათვალიერება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 76 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/76

1. თუ საბაჟო ორგანო ათვალიერებს დეკლარირებული საქონლის ნაწილს, შერჩევითი დათვალიერების შედეგებზე დგება აქტი, რომელიც ძალაშია მთელი დეკლარირებული საქონლისათვის.

2. თუ დეკლარანტი მიიჩნევს, რომ შერჩევითი დათვალიერების შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს მთელ საქონელზე, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს საქონლის დამატებითი დათვალიერება.

3. თუ საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებულია საქონლის რამდენიმე სახეობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გამოყენებისას საქონლის თითოეულ სახეობაზე არსებული მონაცემები განიხილება ცალ-ცალკე დეკლარირებულად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/75.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/77.md
