---
title: "მუხლი 79. პირადი ნივთების დათვალიერება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/79"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "79"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79. პირადი ნივთების დათვალიერება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 79 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/79

1. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას უფლება აქვს, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთ, საბაჟო კონტროლის ზონაში მყოფ მგზავრს დათვალიერებისათვის მოსთხოვოს პირადი ნივთების, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების წარდგენა. მგზავრი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგინოს თავისი ბარგი და სატრანსპორტო საშუალება და მისივე მოთხოვნით გახსნას ბარგი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საბაჟო ორგანომ უნდა იმოქმედოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. პირადი ნივთების დათვალიერება უნდა მოხდეს მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. თუ პირადი ნივთების (ბარგის) მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია ან მესაკუთრე უარს აცხადებს, დაესწროს დათვალიერებას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით პირადი ნივთები (ბარგი) შეიძლება დათვალიერებულ იქნეს მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის გარეშე.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ნავსადგურში ან აეროპორტში ტრანზიტით შემოსული მგზავრის (რომელიც არ ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას) პირად ნივთებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ათვალიერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას აქვს ნივთები, რომელთა ტრანზიტი აკრძალულია ან საჭიროებს ნებართვას ან/და ლიცენზიას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/80.md
