---
title: "მუხლი 84. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/84"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "84"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 84. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 84 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/84

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში უცხოური საქონლის (გარდა თავისუფალი ზონიდან შემოტანილი საქონლისა) მიმართ შემოსავლების სამსახური ახორციელებს:
ა) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ და „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ბ) სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ და „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
გ) (ამოღებულია).

2. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლისა და სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

3. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას შემოსავლების სამსახური ახორციელებს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/85.md
