---
title: "მუხლი 85. საქონლის გაშვება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/85"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "85"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 85. საქონლის გაშვება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 85 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/85

1. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად არ გამოვლინდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები და დადგინდა, რომ შესრულებულია საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციის პირობები და დაცულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული შეზღუდვები და აკრძალვები, საქონელი დაუყოვნებლივ გაიშვება, გარდა ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული მთელი საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად. თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია რამდენიმე სხვადასხვა სახეობის საქონელი, ამ კარის მიზნებისათვის საქონლის თითოეულ სახეობაზე არსებული მონაცემები განიხილება ცალ-ცალკე დეკლარირებულად.

3. საქონლის გაშვება არ გამორიცხავს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისი ყოფნის ვადის გაგრძელებას, თუ ეს გათვალისწინებულია საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/84.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/86.md
