---
title: "მუხლი 86. საქონლის გაშვება საბაჟო ვალდებულების არსებობისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/86"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "86"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 86. საქონლის გაშვება საბაჟო ვალდებულების არსებობისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 86 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/86

1. თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შედეგად წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება, დეკლარირებული საქონელი გაიშვება საბაჟო გადასახდელების გადახდის ან/და ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის შემდეგ.

2. თუ საგარანტიო უზრუნველყოფა გათვალისწინებულია საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, შესაბამის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევა დასაშვებია მხოლოდ გარანტიის წარდგენის შემდეგ.

3. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები, რაც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საქონელი გაიშვება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის დადგენილი წესით შედგენის შემდეგ.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/85.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/87.md
