---
title: "მუხლი 89. სხვა საშუალებით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/89"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "89"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89. სხვა საშუალებით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 89 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/89

1. მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 68-ე–88-ე მუხლების დებულებების მოთხოვნები.

2. მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას არ მოითხოვება დეკლარაციაზე იმ დოკუმენტების დართვა, რომლებიც განსაზღვრულია შესაბამისი საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის, თუ ისინი წარდგენილ იქნა ელექტრონული ფორმით. აღნიშნული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან ამ კოდექსის მე-17 მუხლით დადგენილ ვადაში და მოთხოვნისთანავე უნდა იქნეს წარდგენილი საბაჟო ორგანოში.

3. მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/88.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/89-1.md
