---
title: "მუხლი 90. მგზავრის საბაჟო დეკლარაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/90"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "90"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90. მგზავრის საბაჟო დეკლარაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 90 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/90

1. საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას მგზავრი, რომელსაც აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270
5
მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი, ვალდებულია წარადგინოს მგზავრის საბაჟო დეკლარაცია, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დანიშნულების საბაჟო ორგანოში დაგვიანებით წარდგენილი პირადი ნივთები (ბარგი) საქართველოში შემოტანისას განიხილება, როგორც მგზავრთან ერთად გადაადგილებული პირადი ნივთები (ბარგი).

2. პირადი ნივთები არ ექვემდებარება დეკლარირებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შემოტანა-გატანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და მათი რაოდენობა და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270
5
მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას.

3. პირად ნივთებზე, რომელთა შემოტანა-გატანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია, წარდგენილი უნდა იქნეს მგზავრის საბაჟო დეკლარაცია.

4. მგზავრი, რომელსაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას თან არა აქვს დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლისას საქონლის დეკლარირებას ახდენს ზეპირად ან სხვა მოქმედებით საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

5. მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქონელი შეინახოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მგზავრის დასაბუთებული წერილობითი განცხადების შესაბამისად საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული ვადა გააგრძელოს 10 კალენდარულ დღემდე.

6. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში მგზავრის მიზეზით ვერ განხორციელდა საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრისათვის აუცილებელი პროცედურები, საქონლის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 87-ე მუხლის დებულებები.

7. მგზავრის პირადი ნივთების საბაჟო საზღვარზე გადატანის/ გადმოტანის წესი, აგრეთვე მგზავრის საბაჟო დეკლარაციის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/89-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/91.md
