---
title: "მუხლი 91. საფოსტო გზავნილის დეკლარაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/91"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "91"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91. საფოსტო გზავნილის დეკლარაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 91 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/91

1. თუ საქართველოდან გასაგზავნი საქონელი მოთავსებულია საერთაშორისო საფოსტო გზავნილში, გამგზავნი ავსებს საფოსტო გზავნილის დეკლარაციას, რომელიც უნდა დაერთოს საფოსტო გზავნილს.

2. თუ უცხო ქვეყნიდან მიღებულ საფოსტო გზავნილში საქონლის რაოდენობა და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270
5
მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, გზავნილის მიმღები, საფოსტო გზავნილის დეკლარაციასთან ერთად, წარადგენს საბაჟო დეკლარაციას.

3. საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/90.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92.md
