---
title: "მუხლი 92². საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-2"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "92^2"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92². საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 92² (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-2

1. დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვების პროცედურების განხორციელებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული პროცედურების გარდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დაათვალიეროს გაშვებული საქონელი ან/და აიღოს ამ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში, თუ შესაძლებელია გაშვებული საქონლის ფიზიკური წარდგენა.

2. დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვების პროცედურების განხორციელებისას საქონლის დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-3.md
