---
title: "მუხლი 92⁵. გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-5"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "92^5"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92⁵. გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 92⁵ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-5

1. ამ კოდექსის 92
4
მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, საბაჟო ორგანოს გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, საბაჟო ორგანოს უფროსის წერილობითი ბრძანების საფუძველზე უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩაატაროს გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმება.

2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა დგება, როდესაც საბაჟო ორგანო მიიჩნევს, რომ დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი გეგმავს თავი აარიდოს საბაჟო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საბაჟო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით.

3. საბაჟო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს და ნებართვა მიიღოს სასამართლოსგან საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარების შესახებ.

4. სასამართლოსგან ნებართვის მიღებამდე საბაჟო შემოწმების ჯგუფის წევრებს უფლება არა აქვთ დაიწყონ გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების პროცედურები. საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ მხოლოდ დალუქონ დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის ის დოკუმენტები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც აუცილებელია საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩასატარებლად.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-6.md
