---
title: "მუხლი 92⁶. გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარების მიზნით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის დაშვება ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-6"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "92^6"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92⁶. გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარების მიზნით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის დაშვება ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 92⁶ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-6

დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი ვალდებულია ამ კოდექსის 92
4
მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული პირობების არსებობისას დაუბრკოლებლად დაუშვას საბაჟო შემოწმების ჯგუფი თავის ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში, ხოლო ფიზიკური პირის საცხოვრებელ ბინაში – მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, თუ საქონლის შემოტანა-გატანის დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, ინახება ამ ადგილას. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში დაუშვებლობა ჩაითვლება საბაჟო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-7.md
