---
title: "მუხლი 92⁸. სპეციალისტის მოწვევა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-8"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "92^8"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92⁸. სპეციალისტის მოწვევა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 92⁸ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-8

1. საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო შემოწმების კონკრეტული მოქმედების განხორციელების მიზნით, სახელშეკრულებო საფუძველზე შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტი, რომელსაც ექნება საჭირო ცოდნა და ჩვევები და დაინტერესებული არ იქნება საქმის შედეგით.

2. სპეციალისტის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-9.md
