---
title: "მუხლი 92⁹. სპეციალისტის ან/და ექსპერტის კომპენსაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-9"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "92^9"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92⁹. სპეციალისტის ან/და ექსპერტის კომპენსაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 92⁹ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-9

1. სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება აქვს ხელშეკრულების თანახმად მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

2. სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია უარი თქვას მიწვევაზე, თუ მას აქვს პირადი ან სხვა მოტივაციით გამოწვეული ინტერესთა შეუთავსებლობა ან/და დაინტერესებულია საბაჟო შემოწმების პროცედურების შედეგით.

3. სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება აქვს მიიღოს გასამრჯელო თავისი მოვალეობის (მოვალეობების) შესრულებისათვის, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ეს მოვალეობა (მოვალეობები) სრულდება სამსახურებრივი დავალების ფარგლებში.

4. სპეციალისტის ან/და ექსპერტის კომპენსაციისა და გასამრჯელოს ოდენობებს და მათი გაცემის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/93.md
