---
title: "მუხლი 93. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/93"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "93"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 93. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 93 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/93

1. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას გამოიყენება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხორციელდება მისი შემოტანისას გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები და გადაიხდევინება საბაჟო გადასახდელები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/94.md
