---
title: "მუხლი 94. საბაჟო გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და საბაჟო შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/94"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "94"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 94. საბაჟო გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და საბაჟო შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 94 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/94

1. დეკლარანტი უფლებამოსილია, მოითხოვოს საბაჟო გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და საბაჟო შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენება, თუ:
ა) ამას ითვალისწინებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს მოქმედი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით საბაჟო გადასახდელის განაკვეთი შემცირდა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს საქონლის გაშვებისა;
გ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო ორგანოში იგი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რაც ითვალისწინებს საბაჟო გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და საბაჟო შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დებულება არ გამოიყენება, თუ საქონლის გაშვება არ განხორციელებულა მხოლოდ დეკლარანტის მიზეზით ან მისი უმოქმედობის გამო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/93.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/95.md
