---
title: "მუხლი 95. საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული გამონაკლისები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/95"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "95"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95. საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული გამონაკლისები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 95 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/95

1. თუ საქონელი მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში, იგი რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ. საბაჟო ზედამხედველობა დასრულდება, თუ:
ა) შესრულდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა;
ბ) საქონელი დეკლარირებული იქნება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გამოსაყენებლად;
გ) საქონელი განადგურდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ ამ კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად;
დ) (ამოღებულია);
ე) თუ გადახდილი იქნა იმპორტის გადასახდელების შესაბამისი თანხა ამ კოდექსის 193-ე მუხლის გათვალისწინებით.

2. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/94.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/96.md
