---
title: "მუხლი 96. საქონლისათვის საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსის ჩამორთმევა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/96"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "96"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 96. საქონლისათვის საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსის ჩამორთმევა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 96 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/96

1. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცნობილია ბათილად, აღიარებულია არარად ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად.

2. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი, თუ იგი მოექცევა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში.
თავი XVI
საქონლის ტრანზიტი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/95.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/97.md
