---
title: "მუხლი 98. დეკლარანტის ან/და საქონლის გადამზიდველის ვალდებულება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/98"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "98"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 98. დეკლარანტის ან/და საქონლის გადამზიდველის ვალდებულება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 98 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/98

1. დეკლარანტი ორგანიზებას უწევს საქონლის სატრანზიტო გადაზიდვას გაგზავნის საბაჟო ორგანოდან დანიშნულების საბაჟო ორგანომდე.

2. დეკლარანტი ან/და საქონლის გადამზიდველი ვალდებულია:
ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად და თანმხლები დოკუმენტები;
ბ) წარადგინოს გარანტიები საქონელთან დაკავშირებით წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
გ) შეასრულოს საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებები.

3. საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამზიდველი ან სხვა პირი, რომელსაც საქონელი გადაეცა საბაჟო ორგანოსაგან შეთანხმებით, ვალდებულია, დანიშნულების საბაჟო ორგანოში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად და თანმხლები დოკუმენტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/97.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/99.md
