---
title: "მუხლი 14. უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/14"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/14

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ჩაკეტილ სისტემაში გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებით.

2. მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ადგენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალურ მოთხოვნებს. შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრება:
ა) უსაფრთხოების ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას;
ბ) მოთხოვნები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/15.md
