---
title: "მუხლი 15. საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებები — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/15"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებები — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/15

გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] 1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:
ა) განსაზღვროს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებები და იზრუნოს მათ განხორციელებაზე;
ბ) უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირისა და პროექტის ხელმძღვანელისაგან და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციებისათვის მიმართოს სამინისტროს.

2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირისა და პროექტის ხელმძღვანელის დანიშვნა არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან, შეასრულოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/16.md
