---
title: "მუხლი 16. ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/16"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/16

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ყოველი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას დანიშნოს ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში სათანადო ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

2. ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა) განახორციელოს ზედამხედველობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების უსაფრთხოებაზე და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქმიანობის განმახორციელებელსა და პროექტის ხელმძღვანელს;
ბ) უზრუნველყოს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმის შემუშავება და მისი შესრულების მექანიზმების შექმნა.

3. ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის უფლებამოსილებები განისაზღვრება საწარმოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს საქმიანობის განმახორციელებელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/17.md
