---
title: "მუხლი 17. პროექტის ხელმძღვანელი — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/17"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. პროექტის ხელმძღვანელი — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/17

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ყოველი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას დანიშნოს პროექტის ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

2. პროექტის ხელმძღვანელი ახორციელებს სამუშაოების დაგეგმვას, წარმართვას და მათზე ზედამხედველობას. იგი ვალდებულია:
ა) სამუშაოების შესრულებაში მონაწილე პირებს მიაწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოების ღონისძიებებისა და რისკების შესახებ და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი გადაუდებელი ღონისძიებების თაობაზე;
ბ) იზრუნოს უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაზე.

3. პროექტის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები განისაზღვრება საწარმოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს საქმიანობის განმახორციელებელი.
საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.
თავი IV
(ამოღებულია)
საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/18.md
