---
title: "მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/2"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/2

1. ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფერო).

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ეს კანონი აწესრიგებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის:
ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებას;
ბ) გარემოში ინტროდუქციას;
გ) საბაზრო ქსელში განთავსებას;
დ) ტრანსპორტირებასა და ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას.

3. ამ კანონის მოქმედების სფერო არ მოიცავს:
ა) გენმოდიფიცირებული პროდუქტის საბაზრო ქსელში განთავსების საკითხებს;
ბ) იმ სამკურნალო საშუალებებთან (ფარმაცევტულ პროდუქტებთან) დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც შეიძლება იყოს ან/და შეიცავდეს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმსა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ან მათ ინგრედიენტებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/3.md
