---
title: "მუხლი 24. ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმთან ურთიერთობისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/24"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმთან ურთიერთობისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/24

1. ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებულ ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმთან ურთიერთობისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოა სამინისტრო.

2. სამინისტრო ვალდებულია ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმს მიაწოდოს ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული შემდეგი ინფორმაცია:
ა) აღნიშნული ოქმის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად – ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აწესრიგებს ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის გამოყენების საკითხებს;
ბ) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-17 მუხლით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი ტრანსსასაზღვრო გადაადგილების შესახებ შეტყობინების მიღებისათვის პასუხისმგებელი უწყების საკონტაქტო მონაცემები;
გ) ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დადებული ნებისმიერი ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით;
დ) ინფორმაცია საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განხორციელებული, ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-17 და 25-ე მუხლებით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი და უკანონო ტრანსსასაზღვრო გადაადგილებების შესახებ;
ე) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-15 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – ინფორმაცია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიას, ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-11 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში;
ვ) სამინისტროს მიერ განხორციელებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმისაგან მოსალოდნელი საფრთხის შეფასების და ეკოლოგიური მოკვლევების რეზიუმე;
ზ) ინფორმაცია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-12 მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ.

3. სამინისტრო ახორციელებს ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმისგან მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციას და მას საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ხდის.
თავი VI
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/25.md
