---
title: "მუხლი 25. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ზომები — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/25"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ზომები — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/25

1. საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნები.

2. (ამოღებულია - 02.03.2016, №4799).
[ 2 1 . საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების მიზნით ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს:
ა) რომ იგი არის საქართველოში დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი, განკუთვნილი არ არის გარემოში ინტროდუქციისთვის და მისი ტრანსპორტირება ხორციელდება მისი გადამუშავების მიზნით მხოლოდ ცხოველის საკვების საწარმოებლად;
ბ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)]
3. ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს:
ა) რომ იგი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია და მისი ტრანსპორტირება ხორციელდება ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით;
ბ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, აგრეთვე იმ პირის სახელი და მისამართი, რომელსაც ეგზავნება ტვირთი.

4. (ამოღებულია - 02.03.2016, №4799).
საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.
თავი VII
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/26.md
