---
title: "მუხლი 26. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/26"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/26

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაცია საზოგადოებისათვის ღია და ხელმისაწვდომია.

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

3. ამ მუხლში აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით გათვალისწინებული მოთხოვნები და ამ კანონის დებულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/27.md
