---
title: "მუხლი 30. ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი რეგულირება — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/30"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი რეგულირება — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/30

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შედეგად ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს. მას პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საფრთხის შემცველი მახასიათებლების ზეგავლენით.

3. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

4. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მავნე ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მესამე პირის წინაშე ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააზღვიოს კერძო სადაზღვევო კომპანიაში.

6. საქმიანობის განმახორციელებელს არ დაეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ ეს ზიანი გამოწვეულია სამოქალაქო არეულობით, საომარი მდგომარეობით, ბუნებრივი მოვლენით ან სხვა ექსტრემალური შემთხვევით, რომლის თავიდან აცილება საქმიანობის განმახორციელებელს არ შეეძლო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/31.md
