---
title: "მუხლი 32. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/32"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/32

1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:
ა) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების უსაფრთხოების კლასის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ“;
ბ) „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“;
გ) „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“;
დ) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ“;
ე) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მავნე ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესის შესახებ“;
ვ) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზის მეთოდიკისა და საექსპერტო დასკვნის ფორმისა და შედგენის წესის შესახებ“;
ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის შესახებ“.

2. სამინისტრომ 2015 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს:
ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი და ექსპერტებისათვის დაწესებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიის რეგლამენტი და შემადგენლობა;
გ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის ფორმა;
დ) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულება“;
ე) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმა;
ვ) 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანის წესი და ერთიან რეესტრში შეტანის შემდეგ მათი რეგულირების პირობები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/33.md
