---
title: "მუხლი 6. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/6"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/6

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
ბ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების ერთიანი სისტემის ორგანიზება;
გ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება;
დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა და საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. (ამოღებულია - 02.03.2016, №4799) .

3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.
კარი II
ძირითადი ნაწილი
თავი II
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/7.md
