---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საგანი — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/1"
law: "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 25432"
adopted: "2005-12-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საგანი — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/1

1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

3. ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, № 41, 01.11.2006 წ., მუხ. 282

---
Next article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/2.md
