---
title: "მუხლი 14. საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/14"
law: "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 25432"
adopted: "2005-12-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/14

1. პარლამენტის აპარატის მოხელეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პარლამენტის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.

2. პარლამენტის აპარატის მოხელის კომპენსაციის ოდენობაა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი.

3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/14-1.md
