---
title: "მუხლი 15. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირის კომპენსაციის გაანგარიშება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/15"
law: "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 25432"
adopted: "2005-12-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირის კომპენსაციის გაანგარიშება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/15

1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას მის მიერ დიპლომატიურ სამსახურში დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს მესამედის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება აღნიშნული თანამდებობისთვის კომპენსაციის დანიშვნის მომენტისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი №4619 - სსმ I, №14, 18.04.2007 წ., მუხ.114
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №607 – ვებგვერდი,15.06.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/14-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/15-1.md
