---
title: "მუხლი 22¹. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/22-1"
law: "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
article: "22^1"
identifier: "matsne 25432"
adopted: "2005-12-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22¹. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, მუხლი 22¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/22-1

1. ამ კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტის „ მ “–„ ჟ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.

2¹. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის ოდენობა, გაზრდილი იმავე ოდენობით, რომლითაც იზრდება ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.

4. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტის „ მ “–„ ჟ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ - ცალკე მიიღებენ .
საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის კანონი №866 - ვებგვერდი, 19.08.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3894 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5598 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 17 აპრილის კანონი №4500 – ვებგვერდი, 24.04.2019წ.
საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.
თავი VII. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/23.md
