---
title: "მუხლი 27. გადაწყვეტილება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/27"
law: "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 25432"
adopted: "2005-12-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. გადაწყვეტილება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/27

1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

2. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/28.md
