---
title: "მუხლი 28. კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/28"
law: "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 25432"
adopted: "2005-12-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/28

1. ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება სათანადო საფუძვლის წარმოშობისას, განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის/დოკუმენტების (ნამსახურობის წლების ცვლილებისას საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყების მიერ მომზადებული წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების) წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კომპენსაციის ოდენობა შემდეგ შემთხვევებში გადაანგარიშდება ავტომატურად, განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის/დოკუმენტების წარდგენის გარეშე:
ა) სახელმწიფო პენსიის ოდენობის ცვლილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სათანადო ცვლილების ძალაში შესვლის თვიდან;
ბ) კომპენსაციის მიმღები პირის მიერ 70 წლის ასაკის მიღწევისას, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ 65 წლის ასაკის მიღწევისას, მისი მიღწევის თვის მომდევნო თვიდან;
გ) ამ კანონით დადგენილი კოეფიციენტების − ლარის ან/და პროცენტის ან/და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თვიდან;
დ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4579 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.
თავი IX. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/29.md
