---
title: "მუხლი 30. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერება და განახლება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/30"
law: "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 25432"
adopted: "2005-12-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერება და განახლება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/30

1. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას;
გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას;
დ) სხვა საფუძვლის არსებობისას, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

2. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენისა და კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის განახლების თაობაზე განცხადებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ; ამასთანავე, თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ წარსული დროისათვის კომპენსაცია გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით. სხვა საპატიო მიზეზები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განცხადებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4858 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.174
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.
საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/31.md
