---
title: "მუხლი 33. კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/33"
law: "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 25432"
adopted: "2005-12-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/33

1. კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის არაუმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევაში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით ან ვალდებულების შეუსრულებლობით.

3. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დანიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის არა უმეტეს 50%-ის დაკავება.
საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.
თავი XI. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაფინანსების წყარო

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/34.md
